1. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) საშუამავლო კომპანიის ლიკვიდაცია;

ბ) საშუამავლო კომპანიის მიერ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება (კოდი: 78.10.0.);

გ) საშუამავლო კომპანიის მიერ სამინისტროში ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენლობის გამო მესამედ დაჯარიმება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო შესაბამის დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს სერტიფიცირების კომისიას, რომელიც შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისია უარს იტყვის სერტიფიკატის გაუქმებაზე, მოქმედებს ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურები.

4. საშუამავლო კომპანიას, სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცედურების გასავლელად ხელახლა მიმართოს სამინისტროს სერტიფიკატის გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადის გასვლის შემდე