1. სერტიფიცირების კომისიის ოქმი ფორმდება სერტიფიცირების კომისიის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სერტიფიცირების კომისიის ოქმს ხელს აწერს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე, სერტიფიცირების კომისიის მდივანი და სერტიფიცირების კომისიის წევრები (რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას).

2. სერტიფიცირების კომისია იღებს სერტიფიკატის მაძიებელი/მფლობელი საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებას:

ა) სერტიფიკატის გაცემის შესახებ;

ბ) სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

გ) სერტიფიკატის შეჩერების შესახებ;

დ) სერტიფიკატის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ;

ვ) სერტიფიკატის გაუქმების შესახებ;

ზ) სერტიფიკატის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გაუქმდა გაცემული სერტიფიკატი, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/სერტიფიკატის გაუქმებიდან 6 თვის გასვლის შემდე