1. პირველ ეტაპზე სერტიფიკატი გაიცემა 1 წლის ვადით.
2. განმეორებით სერტიფიცირების შემთხვევაში სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კვლავ 1 წლის ვადით, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე.
3. ორჯერ სერტიფიცირების შემდეგ, პირველადი სერტიფიცირებისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე ყოველი მომდევნო სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადი