1. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს და შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით შედგენილია სათანადო შესაბამისობის აქტი, განაცხადი და შესაბამისობის აქტი სერტიფიცირების კომისიის სამდივნოს მიერ განსახილველად გადაეცემა სერტიფიცირების კომისიას.

2. სერტიფიცირების კომისია განიხილავს განაცხადსა და შესაბამისობის აქტს და მიიღებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

3. სერტიფიკატის გაცემა ხდება სერტიფიცირების კომისიის მიერ, კომპანიის მიერ განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, რომელიც შესაძლებელია ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

4. კომპანიისთვის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სერტიფიცირების კომისიის მიერ, კოლეგიური წესით, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშ