1. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ შესაბამისობაში იყოს ამ წესით განსაზღვრულ მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ რესურსთან.

2. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით), სულ მცირე, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10 მ2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ2-ით იზრდება;

ბ) არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები;

გ) აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;

დ) არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;

ე) აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მათ შორის:

ე.ა) საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე, სულ მცირე, 1 საოფისე მაგიდა, სკამი და კომპიუტერი;

ე.ბ) ქსეროქსი, პრინტერი, საკომუნიკაციო ტელეფონი (ქსელური ან მობილური);

ე.გ) ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობა, რომელსაც ექნება ხედვა საშუამავლო კომპანიის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. ვიდეომონიტორინგის მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ჩაწერის სისტემით, არანაკლებ 7 დღის ჩანაწერის შენახვის შესაძლებლობით, რომელიც დაარქივდება სათანადო ინფორმაციის შემნახველზე არანაკლებ 8 თვის ვადით. ასევე თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სათანადო მაფრთხილებელი წარწერა –„მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი“.

3. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის ადამიანური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად განსაზღვრულია, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მსურველ პირს მიაწვდის ინფორმაციას საშუამავლო კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების თაობაზე.

4. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების პროცედურების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „დასაქმების სააგენტოს საქმიანობებად“, კოდით 78.10.0.

5. კომპანია ვალდებულია, სამინისტროს შესაბამისი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარუდგინოს:

ა) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;

გ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.

6. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიისთვის სერტიფიცირების პროცედურების განხორციელება (მათ შორის, დოკუმენტების განხილვა და შეფასება, ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურების წარმოება, მონიტორინგის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში – თანამშრომლებთან გასაუბრება, სერტიფიცირების საკითხის ორგანიზება და ა. შ.), ასევე საშუამავლო კომპანიის მიერ ხელახალი სერტიფიცირება არის უფას