1. სერტიფიცირების მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მოპოვება, ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაცია საშუამავლო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პირების შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) საშუამავლო კომპანიის იურიდიული მისამართი, ასევე ის მისამართი, სადაც აპირებს საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას (ფაქტობრივი მისამართი), ასევე საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა);
გ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის თაობაზე;
დ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის არსებობის თაობაზე;
ე) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს;
ვ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.
2. სერტიფიკატის გასაცემად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, სამინისტროს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების კომისიის (შემდგომში – სერტიფიცირების კომისია) მიერ, მოხდება იმ მისამართის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნება კომპანიის მიერ ფაქტობრივი მისამართის გრაფაში (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით