1. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების მიზნით, კომპანია ვალდებულია, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად სამინისტროს წარუდგინოს საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომლითაც დაიფარება საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის მხრიდან ბენეფიციარისთვის (დასაქმების მაძიებელი ფიზიკური პირისათვის) მიყენებული მატერიალური (ფინანსური) ზიანი.
2. ვალდებულების შესრულების გარანტიის გამცემი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებული საბანკო ან სადაზღვევო ორგანიზაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული აგრეგირებული ლიმიტი უნდა განისაზღვროს არანაკლებ 50,000 ლარით, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა – სერტიფიკატის მოქმედების ვადის შესაბამისი პერიოდით.
4. ვალდებულების შესრულების გარანტიის მიხედვით მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის (დასაქმების მაძიებელი პირის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელშიც ასახული უნდა იყოს „პრინციპალის“ (საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის) ქმედებით მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა.
5. გარდა ამ წესით განსაზღვრულისა, საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის სხვა პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე საშუამავლო კომპანიასა და საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზ