1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი მეოთხედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5570 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023