თავი III — 1შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება
1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ:
ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;
ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება:
ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას;
ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს;
გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №862
- 17.05.2023 კანონი №2926
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 135. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტა ან მისი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია შრომით იმიგრანტთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წყვეტს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციას ან აგრძელებს მისი რეგისტრაციის ვადას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. [მუხლი 135 . შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები 1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. 8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შრომითი მიგრაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/04/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება