1. შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელისა) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

2. შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე  ტიპის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა, პირველი ხუთი წლის განმავლობაში, შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, 1-დან 5-წლამდე ვადით.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.

6. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 3 წლი