1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:
ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განხორციელდება საბანკო გადახდის დადასტურების გზით);
გ) შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის თაობაზე განაცხადის დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განაცხადის ფორმა.
2. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:
ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია სააგენტოს უშუალოდ წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:
ა.ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ა.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განხორციელდება საბანკო გადახდის დადასტურების გზით);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ უცხოელი სავალდებულოდ გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს, რომელსაც სააგენტო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა.
4. იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე, სამუშაო პოზიციებზე/ სფეროებზე და ეკონომიკური საქმიანობების სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, ამ წესის №3 დანართით განისაზღვრება შესაბამისი წლიური კვოტებ