1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით, შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
2. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
ბ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს/არ საქმიანობს იმ პოზიციაზე/სფეროში, რაზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;
გ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად მუშაობს/საქმიანობს სააგენტოს მიერ გაცემული უფლებით განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;
დ) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
ე) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა;
ვ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა;
ზ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება;
თ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების უწყვეტად 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება.
3. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის თაობაზე ელექტრონული ფორმით ინფორმაციას უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და სააგენტოს, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია.
5. სააგენტო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
6. სააგენტო ვალდებულია, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო