1. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის საფუძველია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები, ხოლო თვითდასაქმებულ უცხოელზე – ეკონომიკური საქმიანობის სფერო, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვალდებულია, მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ.
3. შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა:
ა) შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე;
ბ) თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზ