1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში:

ა) ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge;

გ) თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის/კანდიდატების მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის  მიზეზი. სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge;

დ) სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და ამ წესის შესაბამისად, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

დ.ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ;

დ.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

ე) სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა;

ვ) სააგენტო, შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარულ დღისა, ხოლო განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში - არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა;

ზ) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა არ გავრცელდება:

ზ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე;

ზ.ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე;

ზ.გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:

ზ.გ.ა) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15000 ლარს (დარიცხული თანხა);

ზ.გ.ბ) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე, საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები)  გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო საჭიროებისამებრ დამატებით სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან. აღნიშნული საკითხის შეთანხმების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს და შეთანხმების მოპოვებამდე ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება.

3. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:

ა) თვითდასაქმების მსურველი უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით სააგენტოში წარადგენს განცხადებას და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge;

ბ) სააგენტო განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და ამ წესის შესაბამისად, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ბ.ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ;

ბ.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

გ) სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში;

დ) სააგენტო, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, ელექტრონული ფორმით, უგზავნის თვითდასაქმებულ უცხოელს განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა, ხოლო დაჩქარებული განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში − არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.

4. შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდე