1. სააგენტო შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ:
ა) სააგენტოში წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო პოზიცია/სფერო არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან არის იმ პროფესიების/კვალიფიკაციებისა და სამუშაო პოზიციების/სფეროების ჩამონათვალში, რომლებზეც ამ წესის №3 დანართში განსაზღვრულია შესაბამისი წლიური კვოტა და ეს კვოტა უკვე შევსებულია;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
2. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
3. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება:
ა) საჩივრის განხილვის პერიოდში არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას;
ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს;
გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება