თავი III — 1შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება
1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს.
3. საქართველოში მყოფ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში კანონიერად იმყოფება.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №862
- 17.05.2023 კანონი №2926
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების რეგულირება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს. [მუხლი 131 . შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს. 3. საქართველოში მყოფ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში კანონიერად იმყოფება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შრომითი მიგრაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/04/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება