1. შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურება ფასიანია. მომსახურების საფასური დიფერენცირებულია ვადის მიხედვით და შეადგენს:
ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისას – 200 ლარს;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისას – 400 ლარს;
გ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუმეტეს 30-ე კალენდარულ დღისა − 200 ლარს.
2. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურს იხდის ადგილობრივი დამსაქმებელი.
3. თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურს იხდის უშუალოდ ეს უცხოელი.
4. შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით