1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვის მიზნით.
2. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 161, 162, 164, 165 და 166 მუხლების შესაბამისად.
3. მონიტორინგის შედეგად საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის ინფორმაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლი, ხოლო ამავე კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 და 166 მუხლების შესაბამისა