შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სახელმწიფო მმართველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებ