მუხლი 4🔗

სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე უცხოელისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობის ან/და შესაგებლის, სასამართლო უწყების, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების, აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების ბრძანების ჩაბარების მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი პირი აღნიშნულ შუამდგომლობას ან/და შესაგებელს, სასამართლო უწყებას, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალებს ან/და სასამართლო გადაწყვეტილებას/განჩინებას/ბრძანებას, ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს მათ განთავსებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზ