1. დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმოს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, მათ შორის, კაფე, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმრო ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილ