1. გაძევების პროცედურის განხორციელებისას უცხოელი უზრუნველყოფილია თარჯიმნის მომსახურებით.

2. დაუშვებელია, რომ გაძევების პროცედურის განმავლობაში თარგმანი განახორციელოს უცხოელის კანონიერმა წარმომადგენელმა ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატმა.

3. თარჯიმანმა უნდა დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დეპარტამენტში თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას და არ უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა პირებს, გარდა გაძევების პროცედურის მონაწილე უფლებამოსილი თანამდებობის პირისა. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება თარჯიმანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდეგაც.

თავი V. უცხოელის პერსონალური მონაცემების დაცვა და მისი პირადი საქმის წარმოე