1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლების აღმოჩენის შემთხვევაში, მთავარი სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ ანაწილებს საქმეებს სამმართველოს უფროსებს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, ანაწილებენ მათ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს შორის.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი განიხილავს გაძევების საკითხს და ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე შესაბამის შიდა სამსახურებრივ დოკუმენტს. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება ან უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე შესაბამისი შიდა სამსახურებრივი დოკუმენტი მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აწარმოებს მისთვის გადაწერილი საქმეების სიას, თითოეული საქმის მდგომარეობის მითითებით. აღნიშნული სია, თვის ბოლოს, წარედგინება სამმართველოს უფროსს, მთავარი სამმართველოს უფროსს და დეპარტამენტის დირექტორ