1. შესაძლებლობის შემთხვევაში, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას და მომზადებულია ბავშვის ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური განვითარებისა და ქცევის საკითხებში.
2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გამოცხადდეს შესვენებები.
4. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმაცია თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის შესახებ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ. აღნიშნული ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნა