1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:
ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;
გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება;
დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც ის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის წინაშე დადგებ