1. არასრულწლოვანის გაძევების დროს დაცული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ პრინციპის დაცვით, არასრულწლოვანის გაძევების დროს, უფლებამოსილი პირების გარდა, შეიძლება ჩართულ იქნენ პირები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკას ან/და ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, შესაბამისი ორგანიზაციები.

2. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გაძევების გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას არასრულწლოვანის ნებაყოფლობით დაბრუნების მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები.

3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰყავს მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი) უცხოელის გაძევება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობებ