1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი გაძევების პროცედურის ფარგლებში, ოჯახური კავშირის დასადგენად, იკვლევს უცხოელის მიერ ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გარემოებებს.

2. გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.) ან/და ნათარგმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლებ