ოჯახური ვალდებულებების მქონე მამაკაც და ქალ მუშაკთა და ასეთ მუშაკთა და სხვა მუშაკთა შორის თანაბარ შესაძლებლობებსა და თანაბარ მოპყრობაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენL
1. მიიღონ შესაბამისი ზომები:
ა) რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახური მოვალეობების მქონე მუშაკებს დასაქმდნენ და დარჩნენ დასაქმებულნი, ასევე ხელახლა დასაქმდნენ ამ მოვალეობების გამო არყოფნის შემდეგ, რაც ასევე მოიცავს ზომებს პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების სფეროში;
ბ) რაც მხედველობაში მიიღებს მათ საჭიროებებს დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის პირობების განსაზღვრის მხრივ;
გ) რაც განავითარებს ან ხელს შეუწყობს სახელმწიფო ან კერძო სამსახურებს, კერძოდ, ბავშვთა დღის განმავლობაში მოვლის სამსახურებს და ბავშვების მომვლელ სხვა დაწესებულებებს;
2. უზრუნველყონ ერთ–ერთი მშობლისათვის შვეუბლების აღების შესაძლებლობა ბავშვის მოსავლელად დეკრეტული შვებულების შემდგომ პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა და პირობები უნდა განსიაზღვროს ეროვნული კანპნმდებლობით, კოლექტიური შეთანხმებით ან პრაქტიკით;
3. უზრუნველყოს, რომ ოჯახური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი არ წარმოადგენს დასაქმების შეწყვეტის საპატიო საფუძველს