შრომით დაწესებულებაში მუშაკთა მიერ ინფორმაციითა და კონსულტაციით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან მხარი დაუჭირონ ისეთ ზომებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მუშაკებს ან მათ წარმომადგენლებს:
ა) რეგულარულად ან სათანადო დროს და ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი მათი დამსაქმებელი შრომითი დაწესებულების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, იმის გათვალისწინებით ,რომ გარკვეულ ინფორმაციაზე, ომლის გამჟღავნება შეიძლება საზიანო იყოს შრომითი დაწესებულებისათვის, შეიძლება ითქვას უარი ან გამოცხადდეს კონფიდენციალურად; და
ბ) სათანადო დროს გაეწიოთ კონსულტაციები შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ მუშაკთა ინტერესებზე, კერძოდ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს შრომით დაწესებულებაში მათი დასაქმების მდგომარეობაზე