ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლელობების ხასიათისა წარმოშობის მიზეზის მიუხედავად; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის; სოციალური ინტეგრაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ეფექტურად განხოციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. მიიღონ აუცილებელი ზომები ზოგადი სქემების ფარგლებში, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორიენტაცია და პროფესიული მომზადება, ხოლო თუ ეს შესაძლებელი არ არის სპეციალიზებული საჯარო ან კერძო ორგანოების მეშვეობით;
2. ხელი შეუწყონ მათ ხელმისაწვდომობის დასაქმებისადმი ყველა ზომის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს დამსაქმებელთა წახალისებას დაიქირაონ და დასაქმებული ყავდეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში და მიუსადაგონ სამუშაოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია უუნარობის გამო, ისეთი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით ან შექმნით, რომელიც შესაბამისობაში იქნება შესაძლებლოების ხარისხთან, განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი ზომები შეიძლება მოითხოვდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის სპეციალური სამსახურების გამოყენებას;
3. ხელი შეუწყონ მათ სრულ სოციალურ ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ იმ საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მიზნად ისახავს კომუნიკაციისა და გადაადგილესი სფეოში არსებული ბარიერებსი აღმოფხვრას, ტრანსპორტითა და საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფას, კულტურულ ღონისძიებებისაა და დასვენების ხელმისაწვდომობას
მუხლი 15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. პროფესიული ორიენტაციის უფლება
- მუხლი 10. პროფესიული მომზადების უფლება
- მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- მუხლი 12. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
- მუხლი 13. სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება
- მუხლი 14. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება
- მუხლი 16. ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
- მუხლი 17. ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
- მუხლი 18. სხვა მხარეთა ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლება
- მუხლი 19. მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლებათა დაცვასა და დახმარებაზე
- მუხლი 20. დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპის სოციალური ქარტია“, მუხლი 15. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392164/muxli-15/