ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ:
1. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას;
2. ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას;
3. შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვ დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას