სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. უზრუნველყონ, რომ ნებისმიერ პირს; რომელსაც არ გააჩნია ადეკვატური სახსრები და არ შეუძლია მათი მოპოვება საკუთარი ძალებით ან სხვა საშუალებებით, კერძოდ სათანადო დახმარებით, ავადმყოფობის შემთხვევაში შესაბამისი მოვლით, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში გათვალისწინებული შეღავათების გამოყვენებით.
2. უზრუნველყონ, რომ ასეთი დახმარების მიმღები პირები ამ მიზეზით არ უნდა დაზარალდნენ მათი პოლიტიკური და სოციალური უფლებების შეზღუდვით.
3. უზრუნველყონ თითოეული პირის მიერ შესაბამისი საჯარო და კერძო სამსახურების კონსულტაციებითა და დახმარებით სარგებლობა, პირადი ან ოჯახურ პრობლემათა ღმოფხვრის, თავდან აცილების ან შემსუბუქების მიზნით.
4. სოციალური და სამედიცინო დახმარების შესახებ ევროპსი 1953 წლის 11 დეკემბრის პარიზში ხელმოწერილი კონვენციის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გამოყიენონ ამ მუხლის 1–ლი, მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები სხვა მხარეთა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე