სხვა მხარეების ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. შეინარჩუნონ ან დააკმაყოფილონ, რომ შენარჩუნებულ იქნას ასეთ მუშაკთა დახმარების სათანადო და უფასო სამსახურები, კერძოდ, ზუსტი ინფორმაციის მიღებით და გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, ემიგრაციასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ ზომით, რითაც ეროვნული კანონები და კანონქვემდებარე აქტები ამის საშუალებას იძლევიან;
2. მიიღონ სათანადო ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ასეთი მუშაკებისა და მათი ოჯახების გამგზავრებას, მგზავრობასა და მიღებას და მათი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო სამსახურები მგზავრობის დროს ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და კარგი ჰიგიენური პირობების შესაქმნელად.
3. შესაბამისად მხარი დაუჭირონ თანამშრომლობას საჯაო და კერძო სოციალურ სამსახურებს შორის ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნებში;
4. დაიცვან მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკებისათვის, იმ ზომით, რითაც ხდება ამ ზომების რეგულირება კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით ან რომლებიც ექვემდებარებიან ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს, არანაკლებ შეღავათიანი რეჟიმი, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც მოქმედებს მათი საკუთარი მოქალაქეების მიმართ შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
ა) შრომის ანაზღაურება და დასაქმებისა და მუშაობის სხვა პირობები;
ბ) პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უპირატესობებით სარგებლობა.
გ) დაბინავება;
5. დასაქმებულ პირთათვის დაწესებულ გადასახადებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით, თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოყიენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
6. რამდენადაც შესაძლებელია ხელი შეუწყონ იმ უცხოელი მუშაკის ოჯახის გაერთიანებას, რომელსაც მიღებული აქვს მიმღები ქვეყნის ტერიტორაიზე დაფუძნების ნებართვა;
7. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე აღძრულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.
8. დაცვან, რომ მათ ტერიტორიაზე კანონერად მცხოვრები ასეთი მუშაკები არ იქნენ გაძევებულნი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ინტერესებსა და მორალს;
9. სამართლებრივ ფარგლებში დართონ ება ასეთ მუშაკებს მათი სურვილის შესაბამისად გადარიცხონ მათი შემოსავლებისა და დანაზოგების გარკვეული ნაწილი;
10. გაავრცელონ ამ მუხლით უზრუნველყოფილი დაცვა და დახმარება თვითდასაქმებულ მიგრანტებზე, იმ ზომი, რითაც ეს ღონისძიებები გამოიყენება;
11. მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიმღები სახელმწიფოს ეროვნული ენის სწავლებას, ხოლო თუ ქვეყანაში რამოდენიმე სახელმწიფო ენაა, ერთ–ერთი ენის სწავლებას მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახების წევრებისათვის;
12. რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ, მიგრანტი მუშაკების ბავშვებისათვის მიგრანტი მუშაკების დედა ენის სწავლებას
მუხლი 18. სხვა მხარეთა ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
- მუხლი 13. სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება
- მუხლი 14. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება
- მუხლი 15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
- მუხლი 16. ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
- მუხლი 17. ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
- მუხლი 19. მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლებათა დაცვასა და დახმარებაზე
- მუხლი 20. დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე
- მუხლი 21. ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება
- მუხლი 22. სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების უფლება
- მუხლი 23. ხანდაზმულ პირთა უფლება სოციალურ დაცვაზე
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპის სოციალური ქარტია“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392164/muxli-18/