დაცვასა და დახმარებაზე მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. შეინარჩუნონ ან დააკმაყოფილონ, რომ შენარჩუნებულ იქნას ასეთ მუშაკთა დახმარების სათანადო და უფასო სამსახურები, კერძოდ,  ზუსტი ინფორმაციის მიღებით და გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, ემიგრაციასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ ზომით, რითაც ეროვნილი კანონები და კანონქვემდებარე აქტებიამის საშუალებას იძლევიან;
2. მიიღონს სათანადო ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ასეთი მუშაკებისა და მათი ოჯახების გამგზავრებას, მგზავრობასა და მიღებას და მათი იურისდიქციის ფარგლებშიუზრუნველყონ სათანადო სამსახურები მგზავრობის დროს ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და კარგი ჰიგიენური პირობების შესაქმნელად;
3. შესაბამისად მხარი დაუჭირონ თანამშრომლობას საჯარო და კერძო სოციალურ სამსახურებს შორის ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნებში.
4. დაიცვან მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკებისათვის, იმ ზომით, რითაც ხდება ამ ზომების რეგულირება კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით ან რომლებიც ექვემდებარებიანხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს, არანაკლებ შეღვათიანი რეჟიმი,  ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც მოქმედებს მათი საკუთარი მოქალაქეების მიმართ შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
ა) შრომის ანაზღაურება დადასაქმების და მუშაობის სხვა პირობები;
ბ) პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უპირატესობით სარგებლობა;
გ) დაბინავება;
5. დასაქმებულ პითათვის დაწესებულ გადასახადებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით, თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი როგორც მოქმედებს საკუტარი მოქალაქეების მიმართ.
6. რამდენადაც შესაძლებელია ხელი შეუწყონ იმ უცხოელი მუშაკის ოჯახის გაერთიანებას, რომელსაც მიღებული აქვს მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე დაფუძნების ნებართვა;
7. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე აღძრულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით;
8. დაიცვან, რომ მათ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ასეთი უშაკები არ იქნენ გაძევებულნი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ინტერესებსა და მორალს;
9. სამართლებრივ ფარგლებში დართონ ნება ასეთ მუშაკებს მათი სურვილის შესაბამისად გადარიცხონ მათი შემოსავლებისა და დანაზოგების გარკვეული ნაწილი;
10. გაავრცელონ ამ მუხლით უზრუნველყოფილი დაცვა და დახმარება თვითდასაქმებულ მიგრანტებზე, იმ ზომით, რითაც ეს ღონისშიებები გამოიყენება;
11. მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიმღები სახელმწიფოს ეროვნული ენის სწავლებას, ხოლო თუ ქვეყანაში რამოდენიმე სახელმწიფო ენაა, ერთ-ერთი ენის სწავლებას მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათის;
12. რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიგრანტი მუშაკების ბავშვებისათვის მიგრანტი მუშაკების დედა ენის სწავლებას