დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შეაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ ეს უფლება და მიიღონ სათანადო ზომები ამ სფეროში მის უზრუნველსაყოფად და მხარადასაჭერად:
ა) დასაქმების ხელმისაწვდომობა, სამსახურიდან დათხოვნისაგან დაცვა და პრფოესიული რეინტეგრაცია;
ბ) პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრა, მომზადება, გადამზადება და რეაბილიტაცია;
გ) დასაქმების ვადები და სამუშაო პირობები, ანაზღაურების ჩათვლით;
დ) კარიერული განვითარება, დაწინაურების ჩათლვით