1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს ეკრძალება შემდეგ დაწესებულებებში დასაქმება/საქმიანობა:
ა) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა;
გ) არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, მათ შორის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
ე) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი;
ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალიზებული დაწესებულება;
ზ) „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პროფესიული ან სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში იკრძალება სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლევი პირის დასაქმება, მიუხედავად იმისა, პირს მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, არასრულწლოვნის უფლებებზე ზეგავლენის მომხდენი გადაწყვეტილების მიღებისას, დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ პირს მოსთხოვოს ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა. არასრულწლოვნის უფლებებზე ზეგავლენის მომხდენი გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებებში ან/და ამ დაწესებულებების ბაზაზე არასრულწლოვნისთვის სახელოვნებო, სასპორტო, სასწავლო/საწვრთნელი ან სხვა ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის მიცემას იმ პირისათვის, რომელიც აღნიშნული დაწესებულების პერსონალი არ არის. დაუშვებელია ამგვარი უფლების მინიჭება სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლევი ან უფლებაჩამორთმეული პირისთვის.
4. სოციალური მუშაკი, აგრეთვე, არ შეიძლება იყოს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება შესაბამისი დაწესებულების მიერ, გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17314 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირის დასაქმების იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წეს