1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინირებას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სქესობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრის შექმნასა და წარმოებას;
ბ) მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და, საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონულ ფორმატში;
გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში პერიოდულ დაბარებას;
დ) მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის წერილობით განმარტებას „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებისა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. თუ სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელი უცნობია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, პირის საცხოვრებელი ადგილის/ადგილსამყოფლის ან/და სამუშაო ადგილის დადგენის მიზნით, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ან მოსთხოვოს მათ, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიების გატარება სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
4. სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელი ადგილის/ ადგილსამყოფელის დაუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბი