1. სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად, კანონიერად, არ უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ შეუთავსებელი იყოს ამ წესით გათვალისწინებულ მიზნებთან.

2. სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს, გარდა ოპერატიული და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

3. ყველა უწყებას ეკისრება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მსჯავრდებულების/ უფლებაჩამორთმეული პირების შესახებ ინფორმაციის ფლობისა