1. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს შეიძლება ჩამოერთვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ), 255-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;

დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;

ე) საექიმო საქმიანობის უფლება;

ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ზ) პასიური საარჩევნო უფლება;

თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;

კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. პირს, რომელსაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება, შესაბამისი დაწესებულების მიერ მისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება/დასაქმება ან საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა, წარმოადგენს  ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობას და გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა