1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფენ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.
4. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, გაამკაცრონ შესაბამის დაწესებულებებში პირთა შესვლისა და გასვლის რეჟიმი, სქესობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, განახორციელონ ვიდეომეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულების მიზნით, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, კოორდინირებულად, ახორციელებენ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტ