2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება:
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
…მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ლ. კ–ის ქმედების კვალიფიკაციაში წინა ნასამართლობები არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ვინაიდან დანაშაულები ჩადენილი იყო არასრულწლოვნობის პერიოდში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლს, ხოლო მეორე მხრივ – იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით…
საქმე №73აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2016
…ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. 10. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი…
…სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 28 ნოემბერს, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა დასრულდა 2012 წლის 28 ნოემბერს. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით…
…იღებს იმ გარემოებას, რომ ო------------–---–- თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------სთვის ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, რადგან დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი - 1--–-–--. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით…
…ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--- ჯ---–--ეს აღნიშნული ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ქუთაისის საქალაქო…
მუხლი 80. მონაცემები ნასამართლობის შესახებ— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ