განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
340100118002550105
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002550105

საქმე #1ბ/612-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის

მსჯავრდებულის: ა-–--------------------ის

ადვოკატის: ნ-----------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-–--------------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ------–---–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–--------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ ა-–--------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-–--------------------ე 2017 წლის მარტიდან, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ორსულ მეუღლეს - ი-----–---–---ეს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ ა-–--------------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა-–--------------------ე გ-----------------------------–----–-----ში, მობილური ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნ-----–--–---–---ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ ა-–--------------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ა-–--------------------ემ გ-----------------------------–----–-----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ხელი ჰკრა ნ-----–--–---–---ეს, შეაჯახა საწოლს და ყელში ხელი წაუჭირა, რის შემდეგაც, ასევე ყელში ხელი წაუჭირა მ-----–---–---ეს. აღნიშნულის შედეგად, ნ-----–--–---–---ემ და მ-----–---–---ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა-–--------------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა-–--------------------ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

 

ა-–--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 11 ივნისიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

 

ა-–--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა, მსჯავრდებულმა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–--------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქმეზე შეკრებილი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ი-----–---–---ის, მ-----–---–---ის, ნ-----–--–---–---ის, მ-------–---–---ის, დ-------------–---–ის ჩვენებების, სასამართლოში ბრალდებულ ა-–--------------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენების და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–--------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ა-–--------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო, ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ა-–--------------------ეს ჩადენილი დანაშაულები არ უღიარებია არც გამოძიებისა და არც საქმის სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, მხოლოდ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ თავის საბოლოო სიტყვაში. იგი არ არის შერიგებული დაზარალებულებთან. აგრეთვე, დაუშვებელია და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან იგი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–--------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების (სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში) შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ა-–--------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა-–--------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ა-–--------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ა-–--------------------ე წარსულში არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა-–--------------------ე არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, დასაქმებულია და მატერიალურად ეხმარება ოჯახს. პალატა, აგრეთვე, ყურადღებას მიაპყრობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ა-–--------------------ის წარსულში ნასამართლობას და მოცემულ საქმეზე დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებას ა-–--------------------ის წარსულში ორჯერ ნასამართლობის შესახებ, რის გამოც, აპელანტის მოსაზრებით, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, ა-–--------------------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განაჩენს, რომლის მიხედვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი, არასრულწლოვანი ბრალდებული ა-–--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელთა შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ა-–--------------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 28 ნოემბერს. რაც შეეხება პირობით სასჯელს და გამოსაცდელ ვადას, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ა-–--------------------ეს გაუნახევრდა პირობითად ჩათვლილი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ვინაიდან ა-–--------------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 28 ნოემბერს, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა დასრულდა 2012 წლის 28 ნოემბერს. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. შესაბამისად, ა-–--------------------ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განაჩენით ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამრიგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას ა-–--------------------ის წარსულში ორჯერ ნასამართლობის შესახებ. პალატა აცხადებს, რომ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) ჩადენის დროისათვის მსჯავრდებული ა-–--------------------ე ნასამართლევი იყო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით - ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, რაც განაჩენის მიხედვით, ჩადენილი აქვს 2013 წლის 1 მარტს, რა დროსაც, როგორც უკვე აღინიშნა, წინა განაჩენით ნასამართლობა მას უკვე გაქარწყლებული ჰქონდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–--------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი ა-–--------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი;

 

ა-–--------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა-–--------------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა-–--------------------ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;

 

ა-–--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 11 ივნისიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

პირობით მსჯავრდებულ ა-–--------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციიის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ა-–--------------------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე