1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
3. ნასამართლობა გაქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.
5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.
6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
კარი მეოთხე1
სოციალური დაცვის ღონისძიება
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
თავი XV1
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №499
- 16.04.2025 კანონი №499
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(343)
- საქმე №2კ-855აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2025
…წარმოსაჩენად მიუთითებს ა. მ–ის ნასამართლობაზე, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა (თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა გაქარწყლებულია). საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კი გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის,…
- საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
…პროცედურები: 1.1. 2021 წლის 25 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს N 2016/361-2021/264 განაჩენით, ჰ. მ– (H. M.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა…
- საქმე №2კ-553აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
…სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. 11. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან…
- საქმე №2კ-319აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2025
…თავისუფლებლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, რაც მოიხადა კალენდარულად და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2022 წლის 16 მაისს. აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლობა მას 2025 წლის 16 მაისს გაუქარწყლდებოდა, თანახმად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა). 9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ.ს თითოეული დანაშაულისთვის…
- საქმე №2კ-484აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2025
…2023 წლის 23 თებერვალს. 5.6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს…
- საქმე №2კ-1122აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №2კ-949აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2025
- საქმე №2კ-16-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №2კ-951აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №2კ-603აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №2კ-540აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2024
- საქმე №2კ-1202აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ბს-942(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №2კ-1259აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №25აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2024
- საქმე №2კ-1205აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №11აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2023
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №2კ-3-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2023
- საქმე №2კ-901აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2023
- საქმე №2კ-771აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №2კ-753აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-742აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-752აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
- საქმე №2კ-596აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №2კ-516აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2022
- საქმე №2კ-398აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-290აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №2კ-205აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2022
- საქმე №2კ-163აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №2კ-916აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №2კ-691აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.12.2021
- საქმე №8აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.08.2021
- საქმე №2კ-307აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.08.2021
- საქმე №2კ-30აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2021
- საქმე №2კ-777აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №2კ-397აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №2კ-261-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2021
- საქმე №2კ-173-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №2კ-162-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 343-დან.