მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო
სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი · სსკ 74
თავი XIV — სასჯელისაგან გათავისუფლება
1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.
3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.
7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1629 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.114
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5181 - სსმ I. №28, 18.07.2007 წ., მუხ.278
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70
საქართველოს 2013 წლის
13 დეკემბრის კანონი №1796 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2243 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის კანონი №3125 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო 1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია. 3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. 4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე. 7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1629 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.114 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5181 - სსმ I. №28, 18.07.2007 წ., მუხ.278 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-201აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
ასევე - მოითხოვოს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ( საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში, ასევე საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის შესაბამისად).
საქმე №ბს-1052(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის თარიღი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით 2/3 – 16.04.2022წ.
საქმე №2კ-1186აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2024
საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს უფლება აქვს საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს სასჯელისგან გათავისუფლება (სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის…
საქმე №ბს-34(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
წ-მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლების თანახმად, სასჯელის 3/4 მოიხადა 2021 წლის 5 აპრილს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლ.
საქმე №2კ-951აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2022
საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი დაცვის მხარე არ ითხოვს საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვისას შეზღუდულია საკასაციო საჩივრის მოთხოვნით.
საქმე №2კ-94აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2022
საქმე №ბს-1392(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2019
საქმე №114აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2018
საქმე №2კ-424აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2018
საქმე №2აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2012
საქმე №2კ-473აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2006
საქმე №2კ-462აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2006
საქმე №2კ-131კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2005
საქმე №2კ-219აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2005
საქმე №2კ-119კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2004
საქმე №2კ-272დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2004
საქმე №2კ-283დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.08.2004
საქმე №2კ-233დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2004
საქმე №2კ-119დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2004
საქმე №2კ-298დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2003
საქმე №2კ-261დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2003
საქმე №2კ-71დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2003
საქმე №2კ-265დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2002
საქმე №3კ/766-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2002
საქმე №3კ/783-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2002
საქმე №2კ-13აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2001
საქმე №2კ-13დად.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.03.2001
საქმე №2კ-132აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 74, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-74/