განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100117001875573
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(089150217001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ბ-----–-–---–-ს,ადვოკატების მ----------ისა და ი--------–---------ის მონაწილეობით,ბრალდებულ ვ--–--------------ას მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–----------------------------- (პ/№2----------) - დაბადებულის 1----–-–--------------- მ--------–-- რაიონში, რეგისტრირებულის: მ--------–-- რაიონის ს------–----------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გარდაბნის რაიონის სოფელი კრწანისი - მიმართ, საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 341-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ვ--–--------------ას ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი ანგარებით (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაკმა, ვ--–--------------ამ მოქალაქე ზ---------–-–---–ს, ერთ სულ მსხვილფეხა პირუტყვის ტანხორცზე სათანადო პროცედურების დარღვევით - შემოწმების გარეშე ვარგისიანობის ნიშანდების დატანის და გადაადგილებისთვის საჭირო ყალბი ვეტერინარული მოწმობის (ფორმა #2) გაცემის სანაცვლოდ, 2017 წლის თებერვლის თვეში ქრთამის სახით მოსთხოვა 50 ლარი.

2017 წლის 21 თებერვალს ვ--–--------------ამ გადაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, ზ------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ ზ---------–-–---–ის კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვის ტაანხორცზე, სათანადო პროცედურების დარღვევით - შემოწმების გარეშე განახორციელა ჯანმრთელობის ნიშანდება და ზ---------–-–---–ს გადასცა გადაადგილებისთვის საჭირო ყალბი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა #2), რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს ქრთამის სახით გამოართვა მოთხოვნილი 50 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაკმა, ვ--–--------------ამ მოქალაქე ზ---------–-–---–ს, ერთ სულ მსხვილფეხა პირუტყვის ტანხორცზე სათანადო პროცედურების დარღვევით - შემოწმების გარეშე ვარგისიანობის ნიშანდების დატანის და გადაადგილებისთვის საჭირო ყალბი ვეტერინარული მოწმობის (ფორმა #2) გაცემის სანაცვლოდ, 2017 წლის თებერვლის თვეში ქრთამის სახით მოსთხოვა 50 ლარი.

2017 წლის 28 თებერვალს ვ--–--------------ამ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, ზ------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ ზ---------–-–---–ის კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვის ტანხორცზე, სათანადო პროცედურების დარღვევით - შემოწმების გარეშე განახოციელა ჯანმრთელობის ნიშანდება და ზ---------–-–---–ს გადასცა გადაადგილებისთვის საჭირო ყალბი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა #2), რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს ქრთამის სახით გამოართვა მოთხოვნილი 50 ლარი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 341-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ზ---------–-–---–ის, სი-----–-----ს, გი---------ას, ი-----–-------–---–---–ის და ნ-----------ის გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ვ--–--------------ას შრომითი ხელშეკრულებები, ყალბი ვეტერინარული მოწმობები, ნივთიერი მტკიცებულება - ქრთამის სახით აღებული ფულადი თანხა და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) ერთობლიობა ვ--–--------------ას მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის I და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ვ--–--------------ას მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთანავე, საქართველოს სსკ 74-ე მუხლის I ნაწილის და საქართველოს სსსკ 284-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ნორმების მიზანია იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების უზრუნველყოფა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და მისი გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. ავადმყოფობის გამო პირის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხარისხი და სიმძიმე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საექსპერტო დაწესებულების დასკვნით ჯანმრთელობის მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადების შესახებ.

საქართველოს სსკ 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსსკ 284-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლების პირველი ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 2 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #-------- დასკვნის თანახმად, ,,ვ--–--------------ა ქრონიკული და მძიმე ავადმყოფია სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე. მას ესაჭიროება მულტიპროფილური მაღალკვალიფიციური საექიმო მეთვალყურეობა და ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპია“. ასევე 2019 წლის 8 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #-------- დასვნის თანახმად, ,,წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევების მონაცემებიდან გამომდინარე ბრალდებულ ვ--–--------------ას დიაგნოზია: გულის იშემიური დაავადება. მიოკარდიოდისტროფია (I51.5), არტერიული ჰიპოტენზია დაუზუსტებელი (I95.9), გულის უკმარისობა III ფუნ. კლ. (NYHA) (150.9), მოციმციმე არითმია (პერმანენტული ფორმა) (I48), პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია აგზნების უკუქცევით (I47.0), მოხმარებითი კოაგულოპათია, ჰიპოკოაგულაციით (D65). თირეოტოქსიკოზი მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჩიყვი (E05.2), ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია. ამჟამად ჩატარებული გამოკვლევების მონაცემების შედარებითი ანალიზით 2017 წელს ჩატარებულ კომისიურ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან (ექსპერტის დასკვნა #--------), ვ--–--------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, იგი ქრონიკული და კვლავ მძიმე ავადმყოფია. არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვ--–--------------ას იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას“. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ა-–-----------------ე და თ---------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემულ დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას. ექსპერტმა თ---------------–---–მა სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ იმ დაავადებათა ერთობლიობა, რომლითაც ვ--–--------------ა არის დაავადებული, ძალიან იშვიათია და საქართველოში მეორე შემთხვევა არ ფიქსირდება.

სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ ვ--–--------------ა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით მკაფიოდ და კატეგორიულად დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და მისი გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნულ ფაქტზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ 2017 წელს ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან შედარებით, ვ--–--------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, - ,,იგი ქრონიკული და კვლავ მძიმე ავადმყოფია“. წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. სასამართლოსთის არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია საწინააღმდეგო შინაარსის რაიმე მტკიცებულება, რაც სასჯელის აღსრულების თაობაზე შემდგომი მსჯელობის საგანი, ან ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების გაბათილების საფუძველი გახდებოდა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაავადებები არ არის შესაბამისობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის #01-6/ნ ბრძანებით დადგენილ დაავადებებთან და ამის გამო ვ--–--------------ა არ უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, სასამართლო განმარტავს, რომ მინისტრის ხსენებული ბრძანების რეგულაციის სფეროს წარმოადგენს საქართველოს სსკ 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი, ხოლო მინისტრის ხსენებული ბრძანების რეგულაციის სფეროს არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი. სისხლის სამართლის როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსთვის აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოცემულ შემთვევაში წარმოდგენილია.

ასევე აღსანიშნვია, რომ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ბრალდებულ ვ--–--------------ას ერთერთი დიაგნოზია მოხმარებითი კოაგულოპათია, ჰიპოკოაგულაციით (D65), რაც მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (,,შეძენილი და თანდაყოლილი კოაგულაციის დეფექტები (D65– D68) – მძიმე ფორმა“), მიეკუთვნება იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის ერთერთი საფუძველია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--–--------------ა დანიშნული სასჯელის შემდეგი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე და 284-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 341-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (2017 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 341-ე მუხლით (2017 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (2017 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 341-ე მუხლით (2017 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 338-ე მუხლის I ნაწილით (2017 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ვ--–--------------ას სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 74-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებული ვ--–--------------ა გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ვ--–--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით შეტანილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდეობით, დაუბრუნდეს მის შემტან პირს დალი უჩანეიშვილს (პ/#39001035120).

ვ--–--------------ას დაუბრუნდეს საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 5 მაისის განჩინებით ჩამორთმეული პასპორტი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1) ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ვიდეო და აუდიოგადაღების ამსახველი მასალა 4 ცალი ,,DVD-R” დისკი (დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), ზ---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი 2 ცალი ყალბი ფორმა #2 (მოთავსებულია საქმეში) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

2) ვ--–--------------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი, სიმბარათი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, 1 ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა და 1 ცალი ას ლარიანი კუპიურა (დალუქული ინახება ს------------------–----–-----------–ი), ფორმა #2-ების აღრიცხვის ჟურნალი (ინახება ს------------------–----–-----------–ი) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3) ვ--–--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 50 ლარი (დალუქული ინახება ს------------------–----–-----------–ი), - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სუს ანტიკორუფციულ სააგენტოს;

4) ვ--–--------------ას ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ოვალური ფორმის სველი ბეჭედი და 11 ცალი შეუვსებელი საქონლის ხორცის ე.წ. ბირკა (დალუქული ინახება ს------------------–----–-----------–ი), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი