1. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.
2. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
3. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №2კ-1258აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
…სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, მ. მ–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა სასჯელის სახე და ზომა, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატას, ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, იგი უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ანდა მისთვის…
საქმე №2კ-10-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2023
…შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან,…
საქმე №2კ-36-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2022
…გამო: 2. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ კ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.…
საქმე №2კ-364აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2022
…ნაწილით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის…
საქმე №2კ-6-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
…გამოძიების შეწყვეტით. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამნისტიის აქტით დამნაშავე (ბრალდებული) შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი…
საქმე №2კ-437-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქმე №2კ-89-დად · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2003
საქმე №2კ-272აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 77, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-77/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია