განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
330100119003047105
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2695-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 02 “ აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----------------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-----------–---–--,თარჯიმნის - მ----------–------- და

ბრალდებულ პ---------–------

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

პ-----------–---------–------ (დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, გან-ქორწინებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასა-მართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ქა-–----------–---------------------–-------------–------–------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულე-ბის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 04 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–-------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, პ---------–------ მიერ ყოფილი მეუღლის - ი------------------ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

პ---------–----- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 07 მაისს, 11 საათსა და 50 წუთზე. 2019 წლის 08 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 მაისის განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 ლარის ოდენობით, ოცდაათი დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით, პატიმ-რობით უზრუნველყოფით. ვინაიდან ბრალდებულის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი დადგენილ ვადაში გირაოს შეტანა, მის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამო-ყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში.

 

პ---------–----- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოს-პობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, პ---------–------ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 4 მაისს, დაახლოებით 09 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ თბილისში, თ------------------------------------------–-----------–----------–----------------------ის კარის ზღურბ-ლთან პ---------–----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამავე საცხოვრებელ ბინაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ი------------------ რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამ მოქმედებით პ---------–------ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული:

 

2019 წლის 4 მაისს, დაახლოებით 09 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ თბილისში, თ------------------------------------------–-----------–----------–----------------------ის კარის ზღურბ-ლთან პ---------–----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამავე საცხოვრებელ ბინაში მყოფ, ყოფილი მეუღლის შვილს - დ------------------ რომელთან ერთად ის წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. პ---------–------ მუქარის შედეგად დ----------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამ მოქმედებით პ---------–------ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული:

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - მ----------------- - აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ---------–------ მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი. პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში პ---------–------ დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის დანიშვნა ბრალდებულის ნასამართლობისა და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევის გათვალისწინებით, (2019 წლის 02 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე პ---------–------ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ამასთანავე, დაცვის მხარის წარმომადგენ-ლებმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიიჩნიეს პ---------–------ათვის წაყენებული ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად. აღნიშნული გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ადვოკატმა ნ-----------–---–-- იშუამდგომლა პ---------–------ მიმართ ძირითად სასჯელად ჯარიმის ან საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესახებ, ხოლო სასჯელად ვადიანი თავისუფ-ლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემ-თხვევაში, ადვოკატმა ითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწი-ლით გათვალისწინებული წესის გამოყენება და სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 02 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ პ---------–------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტ-ყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია პ---------–------ ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ დ------------------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 10-12);

- დაზარალებულ ი------------------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 4-6);

- მოწმე ნ-------–------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 7-9);

- მოწმე ნ----–----------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 22-25);

- მოწმე დ---------–------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 30-31);

- მოწმე დ-----------–----- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 141-143);

- მოწმე მ---------–------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 146-148);

- მოწმე მ-------------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 151-153);

- პ---------–------ დაკავების ოქმით, (ს.ფ. 36-41);

- დაზარალებულ ი------------------ მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექს-პერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 14-17), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებ-თან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს პ---------–------ მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება პ---------–------ მიერ მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებათა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ პ---------–------ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მარ-თლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბათა განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი, სასამარ-თლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ პ---------–----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორცი-ელებას.

 

კონკრეტული სახის სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულ პ---------–------ პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.

 

კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პ---------–------ მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრების მიმართ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამ-ძიმებელ გარემოებას.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პ---------–------- მიმართ ძირითად სასჯელად ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

 

ამასთან, ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ პ---------–-----, როგორც გან-ზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენით პ---------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 25 ნოემბრიდან; მასვე, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა ამ კანონით გათვა-ლისწინებული უფლებები, გარდა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებებისა, რომ-ლებიც ჩამოერთვა 10 წლის ვადით, (იხ. ს.ფ. 51-54). ამ განაჩენით დადგენილი საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებული პ---------–----- გათავისუფლდა შეწყა-ლების აქტის - საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------------------- განკარ-გულების - საფუძველზე, (ს.ფ. 55).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევებში, თუ განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულება უკვე დაწყებულია, როგორც პრეზიდენტის შეწყალე-ბის აქტის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებული მსჯავრ-დებულის, ასევე (მაგალითად - შეწყალების აქტით) სასჯელისაგან გათავისუფლებული მსჯავრედებულის მიმარ დგება ერთი და იგივე სამართლებრივი შედეგი - მსჯავრდე-ბული თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამნის-ტიის ან პრეზიდენტის შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას პირს, რომელსაც უკვე მოხდილი აქვს სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან არ არსებობს სას-ჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების დეფინიციის დამდგენი, სისხლის სამარ-თლის კანონის სპეციალური ნორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დანაწესი, კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განიმარ-ტოს ბრალდებულის სასარგებლოდ და პ---------–----- მიჩნეულ იქნეს ნასამართლობის არმქონედ, როგორც სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დანაშაულის ორივე შემთხვევის გამო პ---------–------ სასჯელად უნდა დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის - თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე - ფარგლებში და, ამავე კოდექ-სის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბო-ლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

ამასთანავე, ვინაიდან პ---------–------ მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშა-ულები, იგი აღიარებს დანაშაულს და ნასამართლობის არმქონეა, სისხლის სამართლის კოდექის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ---------–------ მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავი-დან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ-----------–---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის (ი------------------ მიმართ მუქარის ეპიზოდი) ჩადენი-სათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად:

 

1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის (დ------------------ მიმართ მუქარის ეპიზოდი) ჩადენი-სათვის - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ პ---------–----- სასჯე-ლად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად და, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

3. ბრალდებულის მიმართ მოქმედი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და პ---------–----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

4. პ---------–----- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 მაისიდან 02 აგვისტოს ჩათვლით;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრედე-ბულ პ---------–----- დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი და-მოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

6. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორ-განოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს ნივთმტკიცებათა საცავში), რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი