1. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.

2. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

3. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

საქართველოს 2019 წლის 1 ოქტომბრის კანონი №5041 – ვებგვერდი, 04.10.2019