დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2014
საქმის ნომერი
1251აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1251აგ-13 28 მარტი, 2014 წელი

ს-ე დ.- 1251აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 78–ე მუხლით, 133–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 238–ე მუხლის 1–ლი, მე–2, მე–4 ნაწილებით, 110–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 112–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 252–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 236–ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1996 წლის 9 დეკემბრიდან.

2001 წლის 20 სექტემბერს დ. ს-ე გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 3 წლით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 5 წლით, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით– 8 წლით, 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 3 წლით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 5 წლით, 109–ე მუხლის „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით -ჯარიმა – 4000 ლარი;

სქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 236–ე მუხლის 1–ლი, მე–2 ნაწილებით, 236–ე მუხლის 1–ლი, მე–2 ნაწილებით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ს-ის მიმართ სსკ-ის 109–ე მუხლის ,,თ“, ,,ი“ პუნქტებით დანიშნული 18 წელი, სსკ-ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 6 წელი და სსკ-ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 8 წელი - შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და საბოლოოდ დ. ს-ეს განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2002 წლის 27 სექტემბრიდან 2003 წლის 31 მაისამდე, სულ – 8 თვე და 3 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 24 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2003 წლის 8 აგვისტოდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრისა და იმავე სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ს-ეს ორჯერ გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. ს-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქრთველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები, ასევე წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 6 ნოემბრის განაჩენიდან დამატებული - 3 წელი და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 8 თვე, 3 დღე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 აგვისტოდან.

აღნიშნული განჩინება შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებით და დ. ს-ეს განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დ. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ს-ემ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ დ. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულ დ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო (2002 წლის 27 სექტემბრიდან 2003 წლის 31 მაისამდე) – 8 თვე, 3 დღე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 აპრილის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ დ. ს-ე ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს2004 წლის 20 აპრილის განაჩენით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში დ. ს-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანაშაულთა ნაწილობრივი შეკრებისა და შთანთქმის პრინციპებით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რის შემდეგაც ჩაიდინა განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მიაჩნია, რომ დ. ს-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის, ნაწილობრივი შეკრების და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი