დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.10.2013
საქმის ნომერი
638აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№638აგ-13 7 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ-ე მ, 638აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 12 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით, 78-ე მუხლით - 15 წლით, 2381-ე მუხლით - 10 წლით, 961-ე მუხლის პირველი ნაწილით - 10 წლით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-7 პუნქტებით - 14 წლით, 2063-ე მუხლით - 3 წლით, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაო, 211-ე მუხლით - 2 წლით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 2381-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 1 თვის ვადით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და 3 თვე და საბოლოოდ მ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 1 თვისა და 29 დღის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 7 თვისა და 29 დღის ვადით. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის დადგენილებით პირობითად ჩათვლილი და საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენზე რეალურად მოსახდელად დამატებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვისა და 7 დღის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლისა და 1 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 9 თვისა და 22 დღის ვადით. ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვისა და 7 დღის ვადით. მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 9 თვისა და 21 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2381-ე მუხლით, 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-7 პუნქტებით, 2063-ე მუხლით, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 211-ე მუხლით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 1 თვის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 9 თვესა და 22 დღეს.

მასვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელს, 5 თვესა და 7 დღეს. საბოლოოდ ამ განაჩენით მ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 4 თვის მოუხდელი ნაწილი (მოიხადა 4 წელი, 5 თვე და 1 დღე) - 1 წელი, 9 თვე და 29 დღე და მსჯავრდებულ მ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 თებერვლიდან.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ქ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ქ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი